საიუვილერო ბრენდმა Faberge წარადგინა კვერცხი, რომელიც ჯეიმს ბონდის შთაგონებით შეიქმნა და ფასი 177 ათასი დოლარია.
როგორც ბრენდის ოფიციალურ საიტზე წერია, კვერცხების სერია Fabergé × 007 Amazon სტუდიასთან თანამშრომლობით დაამზადეს. ნაკეთობა 18 კარატიანი ყვითელი ოქროთია დამზადებული და მისი შექმნისას შთაგონების მთავარი წყარო გახდა ფორტ-ნოქსის ოქროს საცავი, რომელიც ლეგენდარული ფილმის „გოლდფინგერის“ სიუჟეტში მთავარ ადგილს იკავებს.
საინტერესოა, რომ კვერცხს შიგნით სეიფი აქვს და მსგავსი მექანიზმი Faberge-ს ისტორიაში პირველად გამოიყენეს.
როგორც იდეის ავტორები აზუსტებენ, ექსკლუზიური სამკაული წარმოადგენს პატივისცემას როგორც კინო კლასიკისადმი, ისე ხელოვნების, დიზაინის და საიუველირი ისტატობის შერწყმის საუკეთესო მაგალითს.
