რეჟისორ ჯეიმს კამერონის შემდეგი პროექტი ფენტეზის ჟანრში იქნება – ამის შესახებ მან თავად განაცხადა. მისი თქმით, ახალი ფილმი ბრიტანელი მწერლის, ჯო აბერკრომბის უახლესი რომანის, „ეშმაკების“ ადაპტაცია იქნება.
სიუჟეტი ფანტასტიკურ სამყაროში ვითარდება, სადაც მაგია კვლავ არსებობს, თუმცა მისგან გამოწვეული გავლენა მნიშვნელოვნად შეცვლილია.
აღსანიშნავია, რომ კემერონი და აბერკრომბი სცენარზე ერთად იმუშავებენ, თუმცა პროექტის პრემიერის თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ არ ხმაურდება.

