ჯეისონ მომოამ Men’s Health-ის დეკემბრის ნომრისთვის იპოზიორა. „სამართლიანობის ლიგა“ კინოსამყაროს ტრადიციის მიხედვით კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს, თუმცა, სუპერგმირების ფოტოსესიამ მხოლოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ერთ-ერთი იყო ჯეისონ მომოაც, რომელმაც რამდენიმე თამამი კადრი გადაიღო და ამასთან, გამოცემას მცირე ინტერვიუც მისცა. მსახიობმა განაცხადა, რომ მართალია, „სამართლიანობის ლიგის“ გამო გულდაწყვეტილია, მაგრამ ერთი სასიხარულო სიახლეც აქვს. სულ მალე ლეგენდარული კინოსურათის, „ყვავის“ რიმეიქს გადაიღებენ და ის მთავარ როლს შეასრულებს.