სულ ახლახანს, ინფორმაცია გავრცელდა, რომ საკულტო ფილმის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ მე- 6 ნაწილს ვიხილავთ და 56 წლის მსახიობი, ჯონ დეპი კვლავ ყველასათვის საყვარელი ჯეკ ბეღურას როლში მოგვევლინება. ფილმის სცენარზე კრეიგ მეიზინი და ტედ ელიოტი მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ჯონი დეპი პროექტს მას შემდეგ გამოეთიშა, რაც მსახიობის ყოფილმა ცოლმა, ემბერ ჰერდმა ის ოჯახურ ძალადობაში ამხილა, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ დადგინდა, რომ თავად ემბერ ჰარდი ძალადობდა თავის ქმარზე.
ოფიციალურად დადასტურდა: ემბერ ჰერდი ჯონი დეპს სცემდა
ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპმა სასამართლოს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები უკვე წარუდგინა, მათი რაოდენობა კი 87-ს აღემატება
აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დეპს უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, პეტიციაც კი შეიქმნა, მსახიობის ფილმში დაბრუნების მოთხოვნით, რომლესაც 170 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.