88 წლის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს საკუთარ გულისტკივილს საქართველოს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და აღნიშნავს:
„ძალიან გულს მტკენს საქართველოს დღევანდელი ყოფა. მე ოპტიმისტი ვარ და მაინც იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ქვეყანა როდისმე დალაგდება. თუ ჩვენს ქვეყანას არ მოვუარეთ და ახალგაზრდებისთვის აქ გასაძლისი არ იქნება, მაშინ ავდგეთ და საკუთარი ხელით ავაფეთქოთ. ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებლად ყველაფერი კარგისკენ უნდა წარვმართოთ!..“