LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდა! – „გახდებოდაო“ – შემისწორებს ვიღაც… მსახიობები მაშინ ტოვებენ ამ ცოდვილებით გატენილ მხარეს, როცა ჩვენ მაყურებლებიც მივდივართ!

230
Untitled design

რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ ჯემალ ღაღანიძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც რეჟისორი წერს, „მსახიობები მაშინ ტოვებენ ამ ცოდვილებით გატენილ მხარეს, როცა ჩვენ მაყურებლებიც მივდივართ!“.

„დღეს უბრწყინვალესი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდა!

„გახდებოდაო“ – შემისწორებს ვიღაც ძალიან დაკვირვებული და რატომღაც ძალიან წესიერი!

მე კი ასე ვიტყვი:

მსახიობები მაშინ ტოვებენ ამ ცოდვილებით გატენილ მხარეს, როცა ჩვენ მივდივართ!

ჩვენ, ანუ მაყურებლები, ვინც დიდი მსახიობი ერთხელ მაინც ვნახეთ სცენაზე და არტისტი თითქოს სამუდამოდ ჩვენი სულის ნაწილი გახდა – და აი როცა ჩვენ, თეატრის ერთგული, კეთილშობილი ქომაგნი წავალთ აქედან, მხოლოდ მაშინ, ნიჭიერი არტისტი ტოვებს ამ არეულ სამყაროს! ო, რა ბედნიერება გველის იქ, თეატრის დიდ რაინდებთან ერთად!

დიდხანს ვიცოცხლოთ, ვინც ჯემალ ღაღანიძეს ჭიქით ხელში დღეს 90 წელს მიულოცავს!

და ორი სიტყვით დალოცავს საოცარ ხელოვანს!“, – წერს რობერტ სტურუა.

 

 

დღეს უბრწყინვალესი მსახიობი
ჯ ე მ ა ლ ღ ა ღ ა ნ ი ძ ე
90 წლის გახდა!
“გახდებოდაო” – შემისეწორებს…

Posted by Robert Sturua on Thursday, April 20, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები