,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”, რომელიც 26 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება, ჯენეტ ჯექსონი საპატიო პრემიას მიიღებს. ჯენეტი დაჯილდოების ისტორიაში, მესამე Icon Award-ის რეციპიენტი გახდება.
პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გლობალურ დონეზე არტისტების მუსიკალურ წვლილსა და გავლენას აღიარებს, პირველად რიანას, ხოლო მეორედ, ლაიონელ რიჩის მიანიჭეს.
მომღერალი საღამოზე სპეციალური პერფორმანსითაც წარდგება, რომელსაც ის სატელევიზიო სივრცეში, 8 წლის შემდეგ გამართავს.
ცნობისთვის, ჯენეტ ჯექსონი American Music Awards-ის 35 გზის ნომინანტი და 11 გზის გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ American Music Awards 2022 წლის შემდეგ ჩატარდება.