მალე საზოგადოება ნანატრი სერიალის, „მეგობრების“ სპეციალურ ეპიზოდს იხილავს. პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე დასავლური მედია 52 წლის ჯენიფერ ენისტონის შესახებ ალაპარაკდა.
მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა – ახალი დეტალები
ტაბლოიდებს ცნობით, ჯენიფერ ენისტონი მექსიკის ბავშვთა სახლიდან გოგონას იშვილებს. მათი ცნობებით, აღნიშნული ინფორმაცია მსახიობმა „მეგობრების“ გადაღებების დაწყებამდე კოლეგებს აცნობა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე უარყვეს, თუმცა ჯენიფერის გულშემატკივრები მაინც იმედოვნებენ, რომ მსახიობი ბოლო ბოლო ბავშვს იყოლიებს.
ცნობისთვის, გასულ წელს ენისტონმა მეგობართან, სანდრა ბულოკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის მომავალზე როდესაც ფიქრობს, მასში ბავშვებს მოიაზრებს.