ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა დაშორების შესახებ 2015 წელს განაცხადეს, თუმცა, განქორწინების პროცესი ოფიციალურად 2017 წლის აპრილში დასრულდა. მალევე გაირკვა, რომ ბენ აფლეკს რომანი პროდიუსერ ლინდსი შუკუსთან ჰქონდა, გარნერი კი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მარტო იყო.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, მსახიობი უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს. წყვილმა ჯერ ერთად ისადილა, შემდეგ კი ბრენტვუდის ქუჩებში გაისეირნა. ახალ კომპანიონთან გარნერი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა, ვარსკვლავი კომენტარის გაკეთებისგან, როგორც ყოველთვის, თავს იკავებს.