LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ,,ანტიოსკარზეა’’ წარდგენილი

226
Untitled

9 მარტს, ტრადიციულად ,,ოსკარების’’ წინ, წლის მთავარი კინომოვლენის საპირისპირო დაჯილდოება – ,,ოქროს ჟოლო’’ გაიმართება. ანტიპრემიის ტოპ ნომინანტი – ,,შეუჩერებელნი 4’’ გახდა. ექშენ-ფრენჩაიზის გაგრძელება ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით 7, მათ შორის ,,ყველაზე ცუდი ფილმის” ნომინაციაშია წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ნომინატთა შორის ჯენიფერ ლოპესიც მოხვდა. ჯეი ლომ ფილმში – ,,დედა’’ შესრულებული მთავარი როლისთვის, ,,ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის’’ ნომინაცია მიიღო. ამ კატეგორიაში, მის წინააღმდეგ, ანა დე არმასი, მეგან ფოქსი, სელმა ჰაიეკი და ჰელენ მირენი არიან.

ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესმა ,,ანტიოსკარი’’ ,,ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის’’ ნომინაციაში, 2004 წელს, კინოსურათში – ,,ჯილი’’ მონაწილეობისთვის მიიღო. კრიმინალურ რომკომში ბენ აფლეკთან ერთად თამაშისთვის, ახლა უკვე ცოლ-ქმარი, მაშინ ,,ყველაზე ცუდ ეკრანულ წყვილად” დასახელდა. საგულისხმოა, რომ ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოების” მრავალწლიან ისტორიაში, ლოპესს ყველაზე მეტი უარყოფითი ნომინაცია აქვს მიღებული.

ნომინანტთა სრული სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები