პირველად კარიერის განმავლობაში, ჯენიფერ ლოპესი კონცერტს, სომხეთში გამართავს. პერფორმანსი, რომელსაც ჯეი ლო 3 აგვისტოს, ერევანში ჩაატარებს, მისი მომავალი ტურნეს ნაწილი და დასკვნითი შოუ იქნება.
იმ ფონზე, როცა გუშინ, ყველასთვის მოულოდნელად, არტისტმა საერთაშორისო ტურნე დააანონსა, უკვე დღეს, ქსელში მისი დეტალები გამჟღავნდა.
გაირკვა, რომ Up All Night Tour სტარტს 8 ივლისს აიღებს და 3 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნეს დაწყებამდე, ლოპესი 1-ელ და 4 ივლისს თურქეთში, ხოლო 6 ივლისს, ეგვიპტეში სპეციალური მიწვევით იმღერებს. ტურნე ევროპასაც მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი გლობალურად მსმენელის წინაშე, 6 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება.
6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი საერთაშორისო ტურნეს გამართავს
