LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ახალმა იმიჯმა კრიტიკოსები გააოგნა

45

ჯენიფერ ლოპესს სერიალში იღებენ, რომელიც FBI-ს აგენტის შესახებ იქნება. კრიმინალური სერიალისთვის ვარსკვლავმა უგემოვნო ტანსაცმელი მოირგო – ასე აფასებს ლოპესის იმიჯს გამოცემა The Telegraph.

მუდმივად ძვირფას და სექსუალურ ტანსაცმელში ჩაცმული ჯენიფერ ლოპესი, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებს, გადასაღებ მოედანზე განიერი შარვლებით და რუხი ფერის სამოსით ჩნდება.

The Telegraph-ის მოდის მიმომხილველი ოლივია ლიდბერი ამბობს, რომ ჯეი ლო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვა. ცოტა ხნის წინ იგი პუბლიკის წინაშე შავი, გამჭვირვალე კაბით წარსდგა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გადასაღებ მოედანზე „ყველაზე უგემოვნო სამოსით“ გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები