LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ არასდროს არ ყოფილა შავი სია ასე სანატრელი – როგორ ეხმიანებიან “ფეისბუქზე” ვალების განულებას

SHAVI-SIA

ახალი წელი ვალების გარეშე – მთავრობის უპრეცედენტო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ე.წ. შავ სიაში 600 ათას მოქალაქეს ვალები გაუნულდება, სოციალურ ქსელში, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ის ვინც გაჭირვების ფონზე, ვალებს იხდის, არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდა.

სოც. ქსელებში ხუმრობენ, რომ დღევანდელი დე 600 ათასი მოსყიდულის ხსენების დღეა, ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნები ყოველდღე რომ იყოს, ქვეყანა აშენდება.

არიან ისეთებიც, რომლებსაც ინიციატივასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ, თანაც საკმაოდ ლეგიტიმური.

საზოგადოების ნაწილი, ინიციატივით მოხიბლულია. მათ ნაწილს, უნდათ რომ შეღავათები საკუთარ თავზეც იგრძნონ.

საინტერესოა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, რომან გოცირიძის სტატუსი, რომელიც ამბობს, რომ უიმედო სესხების ჩამოწერას ბანკები ისედაც ახდენდნენ. ის ასევე ვერ ხვდება რა შუაშია მთავრობა, თუ ამ სესხებს მთლიანად ბანკი ქართუ ფარავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები