ქსელში ბრიუს სპრინგსტინის როლში, ჯერემი ალენ უაითის პირველი კადრი გავრცელდა. ფოტოზე, რომელსაც კინოკომპანია – 20th Century Studios აქვეყნებს, 33 წლის მსახიობი 75 წლის საკულტო არტისტის იმავე იმიჯს იმეორებს, რომლითაც ეს უკანასკნელი 80-იან წლებში პუბლიკის წინაშე ჩნდებოდა.
ბიოპიკი – Deliver Me From Nowhere, რომელიც შემსრულებლის 1982 წლის მეექვსე სტუდიური ალბომის – Nebraska შექმნასა და მნიშვნელობაზე იქნება ფოკუსირებული, ეკრანებზე 2025 წელს გამოჩნდება. ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა მისი გადაღებები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუსიკოსის მშობლიურ, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრენჩში.
ცნობილია, რომ სერიალების – Shameless და The Bear ვარსკვლავი ბიოგრაფიულ ფილმში ,,ბოსის” ჰიტებს თავად შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუს სპრინგსტინის მუსიკალური კარიერა სტარტს 60-იანი წლებიდან იღებს. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – Greetings from Asbury Park, N.J. 1973 წლით თარიღდება. ის ასევე ცნობილია მისივე ჩამოყალიბებული E Street Band-ით, რომლის თანხლებით კონცერტებს დღემდე მართავს.
ბრიუს სპრინგსტინი მილიარდერი გახდა