ცნობილი ტელეწამყვანის ჯერემი კლარკსონის გარშემო სკანდალები არ ცხრება. ამჯერად საქმე ეხება მის ავტომობილზე მიკრულ სანომრე ნიშანს, რომლის მიხედვითაც არგენტინის მთავრობა მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.
უცხოური გამოცემების ცნობით, ჯერემი არგენტინაში ახალი გადაცემის ჩაწერებზე იმყოფებოდა. არგენტინელების გაღიზიანება კი ავტომობილის სანომრე სერიამ FKL გამოიწვია, რაც მათი თქმით არგენტინისა და ბრიტანეთს შორის ფოლკლენდის ომთან ასოცირდება.
არგენტინის მთავრობა ტელეწამყვანს ამ ფაქტის გამო სასამართლოში უჩივლებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ჯერემი კლარკსონი 3 წლით ციხეში აღმოჩნდეს.