The Grand Tour-ის ახალი სეზონის, მეხუთე ეპიზოდში, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა, ჯერემი კლარკსონი კენ ბლოკის ჯიმხანის პაროდიას აკეთებს. რგოლი, სახელწოდებით Farmkhana: Ultimate-Country-Playground გადაცემის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა.
კენ ბლოკის პირველი ჯიმხანა 2008 წელს გამოჩნდა. მაშინ ამერიკელი რალისტი Subaru WRX Sti-ით დადიოდა, 2009 წელს ბლოკმა სერიის მეორე ნაწილი გამოუშვა, სადაც უფრო თანამედროვე „იმპრეზით“ გამოჩნდა. სწორედ მაშინ მიიღო მონაწილეობა გადაცემა Top Gear-შიც და ჯეიმს მეის აჩვენა რა არის ჯიმხანა. ამის შემდეგ ბლოკი მხოლოდ Ford-ის ავტომობილებით დადის.
ახალ რგოლში ნაჩვენებია, როგორ ხდებოდა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება. სინამდვილეში კი რგოლში ყველა ტრიუკს დიდ ბრიტანეთში რალის ჩემპიონი მარკ ჰაგინსი ასრულებს.
The Grand Tour-ის მეორე სეზონის პირველი სერია 8 დეკემბერს გამოვიდა.