LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესი ჯეი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ვრცელდება ვიდეო

401
page

ბრიტანელი მომღერალი, ჯესი ჯეი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არტისტს MRI კვლევა ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მან თავი ავტომობილის ჭერს ძლიერად მიარტყა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჯესი ჯეი პეკინში დაგეგმილ კონცერტზე მიემგზავრებოდა.

კულისებში ჩაწერილ ვიდეოში ჯესი ჯეიმ დეტალურად ისაუბრა თავის მდგომარეობაზე. მისი თქმით, თავიდან ეგონა, რომ კისრის სერიოზული დაზიანება ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს არ დადასტურდა.

„თავის მოძრაობა მიჭირს, მაგრამ კარგად ვარ. უბრალოდ ტკივილგამაყუჩებლების მიღება მომიწევს და სცენაზე მაინც გავალ“, – აღნიშნა მომღერალმა.

ვიდეო: „თმა წარმოუდგენლად მცვივა, ჩემი მკერდი ჯერ კიდევ არ არის თანაბარი“ – კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეი სიახლეებს გვიზიარებს

შეგახსენებთ, ვარსკვლავს გასული წლის ივნისში მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს, ჯესი ჯეის მაინც სრული მასტექტომია დასჭირდა.

„მე ნაწიბურებს ვერ ვეხები და ვერც ვუყურებ“ – მკერდის კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეის სულისშემძვრელი ინტერვიუ

ჯესი ჯეი სცენაზე დაბრუნდა – არტისტის გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები