LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან, სახეზე საერთოდ არ იყო, არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება – სამწუხაროდ, 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში“ – ლაშა ცუცქირიძე

120
ფოტო „ინტერპრესნიუსი“ - ლაშა ცუცქირიძე

„სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და დავრჩებით ისევ უცვლელად იმ პოზიციაზე, რომ ეს პირები 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცუცქირიძის განმარტებით, ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე აქციაზე დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებდა.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! – თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!“ – სალომე ზურაბიშვილი

„ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე არ შეცვლიდა გამოყენებულ პატიმრობას. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე ვაფიქსირებდით შესაბამის პოზიციას, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან ამ პირებს, საერთოდ სახეზე არ იყო და არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არც ონისე ცხადაძის მიმართ, ასევე არცერთი პირის მიმართ. ამავდროულად ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ არანაირი მიმალვის საფრთხე, მტკიცებულების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე სახეზე არ იყო. მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნული პირები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული, დატოვა პატიმრობაში“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g