LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიბღაშვილს დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა – შსს

616
levan

ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA) ამოიღეს, – ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს.

“განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით”, – აცხადებენ შსს-ში.

ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი დაკავებისას თბილისის მერის, კახა კალაძის სახელს ახსენებდა. ამასთან დაკავშირებით კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვაც დაუსვეს, რაზეც მერმა ჟურნალისტს შემდეგნაირად მიმართა: “დღეს 2-იანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული.”

მოგვიანებით, როცა ჯიბღაშვილი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამოთქვა ეჭვი, ხომ არ უკავშირდება მისი გათავისუფლება მის გავლენიან სანაცნობო წრეს. თავად ლევან ჯიბღაშვილს “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, სადაც გავლენიან ადამიანებთან ერთად არის გადაღებული, მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან. თუმცა, ჯიბღაშვილი ამბობს, რომ “ნახევარ საქართველოს იცნობს”, თუმცა გავლენიანი ადამიანებისთვის დახმარება არ უთხოვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g