LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ ჯილდოს არიანა იმსახურებდა” – ბილი აილიშის სიტყვით გამოსვლა ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

1503
83109553-166768981299415-2185841094682476544-n

ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” ყოველწლიური, რიგით 62-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორი ბილი აილიში გახდა, რომელმაც 6-დან 5, მათ შორის ძირითად 4 – ,,წლის ჩანაწერის”, ,,წლის ალბომის”, წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის’‘ ნომინაციაში გაიმარჯვა. კიდევ ერთი ჯილდო მან ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისთვის’‘ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პირველ ორ და ბოლო კატეგორიაში 18 წლის ამერიკელ მომღერალს კონკურენციას 26 წლის კოლეგა – არიანა გრანდე უწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ღონისძიება პრემიის გარეშე დატოვა, აილიშის სიტყვით გამოსვლამ ,,წლის ალბომის’‘ ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, ფართო საზოგადოების გული მოიგო.

მისი თქმით, ამ ჯილდოს არიანა იმსახურებდა.

,,Thank U, Next იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე ეკუთვნის’‘ – აღნიშნა აილიშმა.

შეგახსენებთ, რომ ბილი აილიში წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის ფავორიტად სიმღერით – bad guy და ალბომით – When We All Fall Asleep, Where Do We Go? იქცა. არიანა გრანდე მასთან ერთად ნომინირებული სიმღერით – 7 rings და ალბომით – Thank U, Next იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები