მსახიობი ჯიმ ქერი შეძრა ყოფილი მეგობარი გოგონას, კატრიონა უაიტის გარდაცვალების ფაქტმა. „ის ნამდვილად კეთილი და ნაზი ირლანდიური ყვავილი იყო, ძალიან მგრძნობიარე ამ სამყაროსთვის. მას სურდა ყველას ყვარებოდა და თავადაც ყველა ცოცხალი არსება უყვარდა“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს მსახიობი და ფაქტს „დიდი დარტყმა“ უწოდა. არანაირი სხვა კომენტარი ტრაგედიის შესახებ ქერის არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მათი რომანი 2012 წელს დაიწყო, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიდმინარე წლის მაისში მათ ურთიერთობა აღადგინეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ კვლავ დაშორდნენ. კატრიონა უაიტი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, პოლიციის განცხადებით, გოგონა წამლების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.