იტალიელი მსახიობი, ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ის რომის კლინიკაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, მან კარიერა 1960-იან წლებში დაასრულა, საქმიანობა კი ფოტოგრაფიასა და პოლიტიკაში გააგრძელა. საერთაშორისო აღიარება „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, ესმერალდას როლის შესრულებისთვის მოიპოვა. მსახიობს 2018 წელს, „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი სამჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, საიდანაც ერთი ჯილდო მოიგო.
93 წლის ჯინა ლოლობრიჯიდა ისევ ისეთი ლამაზია – მსახიობმა საიდუმლო გაამხილა

