იტალიური კინოს ლეგენდას, ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
90 წლის მსახიობი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა, ცერემონიას თავად დაესწრო. ჯინას ვარსკვლავი ხეივანში რიგით 2628-ეა.
შეგახსენებთ, რომ ლოლობრიჯიდა ცნობილი გახდა ფილმებით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და „ფანფან-ტიტა“.


