LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ქართულ ბიზნესს 6 000 000 ლარი აუნაზღაურა

521
ჯიპიაი ჰოლდინგი

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთში სტიქიისგან დაზარალებულ ბიზნესებს 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. ანაზღაურება, ჯამში, 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.

დასავლეთში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა-დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი. კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ათასობით ლარის ანაზღაურება მიიღეს.

„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო როგორც მსხვილი ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას ვერც კი შეძლებდა.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი: „6 მილიონი ლარი ავუნაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც. ჩვენი დაზღვეულები მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად. მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან. გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია. ამ დროს, ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.

ქონების დაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ჯიპიაი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

ამ პოლისით შესაძლებელია ქონების – შენობა-ნაგებობების და მარაგების დაზღვევა, ბიზნესის შეფერხების დაზღვევა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. პროდუქტი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g