დღეს ჯიპისა და ფიატის ცენტრში ახალი 2015 წლის ავტომობილების პრეზენტაცია შედგა. ექსკლუზიურად წარმოდგენილი მოდელების ფასი 25 ათასიდან 95 ათასამდე მერყეობს.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი „Jeep Grand Cherokee SRT“- გახლდათ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი სარეალიზაციო ეგზემპლიარია. 6.4 ლიტრიანი, V8 ტიპის ძრავის მქონე „მონსტრი“ 500-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო გასაყიდი ფასი, 95$ ათასს შეადგენს.
აგრეთვე წარმოდგენილი იქნა განახლებული “Jeep Cherokee Limited”, რომლის ფასიც 48$ ათასს შეადგენს. აგრეთვე 45$ ათასად შეგიძლიათ შეიძინოთ უახლესი და ულამაზესი „Jeep Wrangler Sahara”, ხოლო FIAT 500”-ის შეძენას 28$ ათასად შეძლებთ.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სექტემბრის ბოლომდე, ცენტრში კიდევ რამდენიმე უახლესი მოდელი ჩამოვა, რომლის რეალიზაციაც ოქტრომბრიდან დაიწყება.