„ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ჯო უილსონის თქმით, „ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით!“
„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს – საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ – ჯო უილსონი
მისივე განცხადებით, „საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
„მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით!!!“ – წერს ამერიკელი კონგრესმენი.
„რატომ ატარებდა ირაკლი კობახიძე დროს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? – თქვენ გხედავთ, ამერიკა არ მოტყუვდება“ – ჯო უილსონი
ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.