LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი: „ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ, ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“

115
ჯო უილსონი, ელენე ხოშტარია

„საკვანძო ქართველი ოპოზიციური ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ“, – ასე ეხმაურება ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

როგორც ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს, “ელენე ხოშტარია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ”:

შსს: „ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად, უარს აცხადებდა შემოწმებაზე – მას თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ, მის მიმართ „შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდა“.

„საკვანძო ქართველი ოპოზიციური ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ,” – წერს უილსონი.

ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიას თქმით, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g