LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი: „კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად – იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში“

104
2025-01-21_09-41-12_050345-1024x576

კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალი კრისტოფერ კავოლის კონგრესის წინაშე მოსმენის დროს რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში.

„ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად.

რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული.

დამატებით, ვიცით, რომ მათ არჩევნები გააყალბეს ბელარუსში.

შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022 წლებში. და შემდეგ იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ძალისხმევა განხორციელდა ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ჩასანაცვლებლად.

ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევებს რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის,” – განაცხადა უილსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g