ექსპერტი მედიცინის საკითხებში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „ბუსტერ“ (დამატებითი დოზის) დოზის საჭიროებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მრავალმა კვლევებმა დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებას საჭიროებენ.
„ჩატარდა უამრავი კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, მოსახლეობაში, რომელიც არის 60 წლის ზემოთ ასაკის და რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათი იმუნიტეტი არც, თუ ისე ძლიერია 2 დოზის შემდეგ და მათთვის აუცილებელია „ბუსტერ“ დოზა. ეს აჩვენა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა და ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაიწყეს „ბუსტერ“ დოზის გამოყენება.
დღეს თავისი შედეგი Johnson & Johnson-მა გამოაქვეყნა და როგორც იცით, ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთ დოზას იყენებს, მაგრამ კომპანიამ კვლევების შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალურად წამლების სააგენტოში დღეს წარადგინა, იმ მოთხოვნით, რომ კარგი იქნება, თუ „ბუსტერ“ დოზა Johnson & Johnson-საც დაემატება,“ – განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2“ – თან საუბრისას ზაზა წერეთელმა.