ნოვაკ ჯოკოვიჩმა ელენ დეჯენერესის ტელეშოუში თავის გამოსახულებიანი თეფშები დაამსხვრია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი პოპულარული ამერიკული გადაცემის სტუმარი გახდა.
სერბი მაყურებელს ჩაწოდებებით ართობდა – ჯოკოს მიზანი თეფშები იყო მისავე გამოსახულებით.
წამყვანმა და ნოვაკმა ერთობლივად რვიდან ოთხი თეფში დაამტვრიეს.
თოქ-შოუ Ellen NBC-ზე 2003 წლიდან გადის.
გადაცემას დღის ტელეშოუს კატეგორიაში 38 ”ემი” აქვს აღებული.