LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლიმ და პიტმა განქორწინების პროცესი კიდევ ერთი წლით გადადეს

60

ჯოლი-პიტთან დაახლოებული წყაროს თქმით, წყვილმა განქორწინების საქმე ერთი წლით გადადო. პროცესი ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ვარსკვლავების თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ისინი დაშორებას გადაიფიქრებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, თუმცა მანამდე ისინი 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ექვსი საერთო შვილი ჰყავთ: 16 წლის მედოქსი, 14 წლის პაქსი, 12 წლის ზაჰარა, 11 წლის შაილო და 9 წლის ტყუპები, ნოქსი და ვივიენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები