ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა, 12 წლის პაქს ტიენმა ფეხი მოიტეხა. შემთხვევა წყლის თხილამურებზე კატაობის შემდეგ მოხდა. ამჟამად პაქსი ყავარჯნებით დადის, ექიმების თქმით, მისი გამოჯანმრთელების პროცესი მალე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც კამბოჯაში დაიწყება და რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ წყვილის შვილები – პაქსი და მედოქსი.