LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლენონის სათვალე „სოთბის“ აუქციონზე 184 000 დოლარად გაიყიდა

283
PRC-110519466

ლეგენდარული მუსიკოსის ლეგენდარული სათვალე ლონდონში, „სოთბის“ აუქციონზე 184 000 ამერიკულ დოლარად  გაიყიდა.

აღნიშნულ ნივთს, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მწვანე სათვალე ჯონ ლენონს 1968 წელს, რინგო სტარის ავტომობილში დარჩა. სათვალე აუქციონზე გასაყიდად კი მძღოლმა, ალან ჰერინგმა გაიტანა.

ერთხელ, როდესაც  „ბითლზის“ წევრები ოფისში მიმყავდა, შევნიშნე, რომ ჯონს სავარძელზე დაზიანებული  სათვალე დარჩა, მე მისი შეკეთება შევთავაზე, თუმცა მან მიპასუხა, რომ ამაზე არ მენერვიულა, რადგან სათვალე მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილი იყო“ – განაცხადა ალან ჰერინგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები