კიანუ რივზმა „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილის სახელწოდება დაასახელა. მსახიობის თქმით, ფილმს „ჯონ უიკი: პარაბელუმი“ ერქმევა. „ეს სახელწოდება დაახლოებით ასე იშიფრება: „მოემზადე ომისთვის“, – განაცხადა რივზმა.
პროექტი პირველი ორი ნაწილისგან განსხვავებული იქნება, მასში მონაწილეობას ჰოლი ბერიც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის მიხედვით, ჯონ უიკი ამჟამად გაქცევაში იმყოფება, რადგან მან დაარღვია კორპორაციის მთავარი წესი – არ ჩაედინა მკვლელობა „კონტინენტალის“ ტერიტორიაზე. მისი მკვლელობისთვის კი ჯილდო 14 მილიონი დოლარი დაწესდა.
„ჯონ უიკი 3“ დიდ ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოვა.