LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს

223
page

ჯონი დეპი იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს. „მოდი“, ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღებები უკვე დაიწყო. ის უნგრეთში, ბუდაპეშტში მიმდინარეობს.

ფილმში მთავარ როლს რიკარდო სკამარჩო შეასრულებს, მას კი პარტნიორობას, პიერ ნინე, ალ პაჩინო და ლუიზა რანიერი გაუწევენ.

რაც შეეხება სიუჟეტს, ის მოდილიანის პარიზში ცხოვრების პერიოდის შესახებ გვიყვება. ფილმი დენის მაკინაიარის პიესაზეა დაფუძნებული. სცენარის ავტორები კი ჯერზი და მერი კრომოლოვსკები არიან.

ცნობისთვის, ეს დეპის, როგორც რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი სურათია. პირველი ფილმი „მამაცი“ მან 1997 წელს გადაიღო.

აი ასე გამანადგურა ემბერ ჰერდმა – ჯონი დეპი ახალ ავტოპორტრეტს აქვეყნებს

დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე – „კანის კინოფესტივალი“ ჯონი დეპის ფილმით გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები