“ფაიზერის” მწარმოებლების შემდეგ, ახლა უკვე “ჯონსონ-ენდ-ჯონსონის” წარმომადგენლები მორიგი კვლევის წინასწარ შედეგებს აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა ვირუსის მომაკვდინებელი “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია.
ჩვენი ვაქცინა კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია: “მოდერნა”
წინასწარი მონაცმები იმედისმომცემია იმ 11 მილიონი ამერიკელისთვის, რომელმაც აღნიშნული ვაქცინა უკვე გაიკეთა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვაქცინამ შეძლო ხანგრძლივი იმუნური რეაქციების გამომუშავება და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ბუსტერული დოზის აუცილებლობა არ არის. კომპანიაში ამბობენ, რომ ვაქცინა ეფექტიანია და იცავს “დელტა” შტამისგან აცრიდან რვა თვის შემდეგაც კი და ხელს უწყობს ჰოსპიტალიზაციისა გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას.
კვლევის ავტორების თქმით, ვაქცინა უკეთ იცავს “დელტა” შტამისგან, ვიდრე მისი წინამორბედის, ე.წ. “ბრიტანული ვარიანტისგან”.
კომპანიის მეირ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინა გამანეიტრალებელი ანტისხეულების ძლიერ რეაქციას წარმოქმნის, რომელიც არა თუ მცირდება, პირიქით, დროთა განმავლობაში უმჯობესდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში კომპანია “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთდოზიანმა ვაქცინამ გამოცდის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ის უსაფრთხო და ეფექტიანია.
ერთი თვის შემდეგ კი ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა და ევროპის მედიცინის სააგენტომ ვაქცინა გამოყენებისთვის საბოლოოდ დაამტკიცა.