რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანა კარგი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამისკენ.
ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი.
უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები
რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში