LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორდანი ვარ რა… მწვრთნელებს რობოტები შეცვლიან – ამბები მოკლედ

75
pmCOMProbographicv1-1

„ლივერპულმა“ პარტნიორული ურთიერთობა გააფორმა კომპანია Acronis-თან, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალში მთავარი მწვრთნელის ადგილს რობოტი დაიკავებს.

„სიტი“ 2.35 მლნ ევროს ითხოვს „სიტისგან“ არტეტას წაყვანის საკომპენსაციოდ.

„მილანმა“ ჰოლანდს წლიური 5.5. მლნ ევროს ხელფასი შეთავაზა.

„რეალმა“ მოითხოვა მსაჯისა და VAR-ის არბიტრის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ვარანის ეპიზოდებს ეხება.

„ბარსას“ სურს მესისთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივოს.

64 ადამიანი დაშავდა „ბარსა“-„რეალის“ მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის დროს. მათგან 39 პოლიციელია. 10 დააპატიმრეს.

დიდიე დეშამი: „ადრე თუ გვიან ზიდანი გახდება საფრანგეთს ნაკრების მწვრთნელი“.

„ბაიერნს“ აინტერესებს „სიტის“ მცველი კანსელო და ჰენრიქსი „მონაკოდან“.

სანეს „ბაიერნში“ უნდა და მზადაა ზამთარშივე წავიდეს.

„ტოტენჰემელი“ სონი კორეაში მეოთხედ დაასახელეს წლის მოთამაშედ.

„ტოტენჰემს“ სურს გაყიდოს სტადიონის სახელწოდების უფლება 375 მლნ ფუნტად 15 წლის ვადით.

კრიშტიანო რონალდომ საკუთარი თავი ჯორდანს შეადარა 2.56 მ სიმაღლიდან გატანილი გოლის შემდეგ.

„ლივერპულმა“ გაიფორმა „ზალცბურგის“ ფორვარდი მინამინო.

დორტმუნდელი ჰაკიმი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე. მან 36.2 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები