ცნობილი ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა საფეხბურთო გუნდის, „დერბი ქაუნთის“ შეძენის შესაძლებლობა დაუშვა.
„დერბი“ – შესანიშნავი კლუბია ფანტასტიური ისტორიით, დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს.
ფეხბურთის მიმართ ჩემი ინტერესი ბოლო წლებში გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ მეკითხებოდნენ, მსურდა თუ არა ესპანეთში „მალაგას“ მყიდველთა ჯგუფთან გაერთიანება. ძალიან მიმზიდველი პერსპექტივა იყო, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. შესაძლებელია ფეხბურთის გუნდის ყოლა თამაშზე ნაკლები არც იყოს“, – კლუნის სიტყვები Derbyshire Life-მა გააჟღერა.
„ცხვრებს“, რომლებიც ინგლისის საფეხბურთო ლიგის 12 დამფუძნებელ კლუბს შორის იყვნენ (1888/1889 წლების სეზონში), დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ, რის გამოც შესაძლოა ჩემპიონშიპიდან გავარდნენ.
გულშემატკივრებს ეხსომებათ, რომ დერბიში“ თავის დროზე დამოუკიდებელი საქართველოს გამორჩეული ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე თამაშობდა. ქინქი ამ გუნდში 1999 წელს მივიდა და 2003 წლამდე დარჩა, სადაც 93 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
ჯორჯ კლუნი მეუღლე ამალთან ერთად დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს.