LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯინა ტანსაცმლის მაღაზიაში შენიშნეს: კრიშტიანოს ცოლმა კარანტინი დაარღვია და სხვები რისკის ქვეშ მოაქცია

196
ETan0oQX0AA839u

კრიშტიანო რონალდოს მეორე ნახევარი ჯორჯინა როდრიგესი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც კარანტინი დაარღვია და საყიდლებზე წავიდა. ფანების აზრით, ქალი პორტუგალიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას რისკის ქვეშ აყენებს.

რონალდო ამჟამად მთელ ოჯახთან ერთად ქალაქ ფუნშალის სახლშია გამოკეტილი. მიუხედავად ამისა, ჯორჯინა ერთ-ერთ ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში შენიშნეს.

ჯორჯინამ პორტუგალიის ხელისუფლების რეკომენდაცია დაარღვია, რომელმაც მოსახლოებას მოუწოდა შინიდან მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების საყიდლად გავიდნენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რონალდოს კონტაქტი ქონდა დანიელე რუგანისთან და ბლეზ მატუიდისთან, “იუვენტუსის” იმ ორ ფეხბურთელთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

შესაძლოა, თავად კრიშტიანოც ვირუსის მატარებელი იყოს, ყველა სიმპტომი ხომ მაშინვე არ იჩენს თავს. ამიტომ ჯორჯინას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, შეეძლო ვირუსი გამყიდვლებამდე მიეტანა.

 

მთელ მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები