ჯორჯო არმანი მილანში ჩვენებას ცარიელ დარბაზში ჩაატარებს. ამის შესახებ “vogue” წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. პრესის წარმომადგენლები, სტუმრები და მყიდველები, რომლებიც შოუს უნდა დასწრებოდნენ, ჩვენებას ვიდეო ჩანაწერით უყურებენ.
ცნობისთვის, ევროპაში პირველი ქვეყანა სწორედ იტალიაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლაების შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
იტალიის ჩრდილოეთით კი, ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა: ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს