Meta-მ განაცხადა, რომ მის ხელოვნური ინტელექტის, AI ჩატბოტს მსახიობები, ჯუდი დენჩი და ჯონ სინა გაახმოვანებენ. განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა, მარკ ზაკერბერგმა ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მომხმარებლებს აგრეთვე საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია აკვაფინას, კიგან მაიკლ კეისა ან კრისტენ ბელის AI-ს ვერსიებისგან.
ცნობისთვის, ღონისძიებაზე შევსებული რეალობის სათვალე Orion-ის პირველი მომუშავე პროტოტიპი წარადგინეს და ხელოვნურ ინტელექტზეც ისაუბრეს. კერძოდ, Meta-ს ჩატბოტი ამოიცნობს ობიექტებს, რომლებსაც მომხმარებელი ფოტოს უღებს და მათ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, დაეხმარება მომხმარებლებს ფოტოების რედაქტირებაში, ხმოვანი ინსტრუქციების მიღების შემდეგ.