ჯულია რობერტსმა ახალ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად ცნობილი ბრენდის Calzedonia-ს მაღაზიაში გამოჩნდა და კონსულტანტის ამპლუა მოირგო. ეს ყველაფერი კი, ბრენდის ახალი სარეკლამო რგოლის გადაღებისას მოხდა, რომლის რეჟისორიც გრანტ ხელსოვია.
მინი-ფილმის სახელწოდებაა „შოპიონგი ლოს-ანჯელესში“. კლიპის სიუჟეტის მიხედვით, მაღაზიის მყიდველები ვერც კი ამჩნევენ, რომ მათ „ლამაზმანის“ ვარსკვლავი ემსახურება, რადგამ მათი ყურადღება ახალი კოლექციისკენაა მიმართული.
ჯულია რობერტსმა უკვე ითანამშრომლა ბრენდთან 2014 წელს.
https://www.youtube.com/watch?v=BmRvKllmVjA







