ჩვენი ეკლესია ფეხდადეხ მიყვება ჩვენ სახელმწიფოს ყველა იმ საკითხში, რომელიც სათნოა ღმერთისთვის და ადამიანთა კეთლდღეობას ემსახურება,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მრევლი წერს.
ანა გოგოლიშვილი ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც მრევლისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები დისტანცირებულად არის მონიშნული.
“გული სიხარულით მიცემს და საოცარად ამაყი ვარ.
ჯვართამაღლების ტაძარი:
ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას!
ვეხმაურებით ჩვენი ეკლესიის ადმინისტრაციის პოზიციას, რითიც ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენს სახელმწიფოს ყველა იმ საკითხში, რომელიც სათნოა ღმერთისთვის და ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ საღმრთისმსახურო განაწესი არ იცვლება, გთხოვთ, რომ ჩვენი ქმედება ტაძრის შიდა სივრცესა თუ მის ეზოში მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მიღებულ დადგენილებებსა და რეკომენდაციებს.
მორწმუნე თუ ათეისტი, ამ ტიპის ეპიდემიების დროს საჭიროა სოციალური დისტანცირება – ამირან გამყრელიძე
ყოველივე ამას მსახურების მყუდროებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის დაარეგულირებენ ტაძრის მსახურები – სტიქაროსნები და გთხოვთ, ითანამშრომლოთ მათთან მრავალთა ნუგეშად და სამაგალითოდ ჩვენი უფლის სადიდებლად.
ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ტაძარი აღჭურვილია ხმის გამაძლიერებელი ხარისხიანი და გამართული სისტემით.
ამასთან, შექმნილი მდგომარეობის გამო, ბავშვებსა და მშობლებს შეგიძლიათ, მოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ლიტურღიაში (ეზიაროთ) უშუალოდ ევქარისტიული კანონის ბოლოს (ზიარებისას).
ეს განპირობებულია იმ მიზეზითაც, რომ შექმნილი ვითარების გამო, ვითვალისწინებთ რა ყველა რეკომენდაციას, „ათონის დარბაზი“ ხვალ არ იფუნქციონირებს. შესაბამისად, საჭიროა, რომ ეზოში ბავშვებით გამოწვეულმა ხმაურმა ხელი არ შეუშალოს მსახურების მყუდროებას.
შემდგომშიც ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად”- წერს ანა გოგოლიშვილი.