„მთავარ არხზე“ რეპერ კაბუს ინტერვიუს ფრაგმენტი გავიდა, რის შემდეგაც კახა აბუაშვილმა სტატუსი დაწერა და არხი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ „მთავარმა“ ინტერვიუს სრული ნაწილი გამოაქვეყნა. ამის პასუხად რეპერმა ახლახან ვრცელი სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რაც ეთერში ვერ მოხვდა… რატომ ვერ მოხვდა, ვერ იპოვნეთ? თუ ვერ მოხვდა, რატომ? არ, არ… ეგ ინტერვიუს ნაწილი. ჩუმად მიღებდით თუ ისე ძმაკაცურად გული გადაგიშალეთ? ახლაც ვიმეორებ. ვისაც ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი არ უყვარს, მკიდია. არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში არვინ დამმუქრებია და ჩემს აზრს რომ ასე ხმამაღლა გამოვთქვამ, იმაზე მეტყველებს, ბანძებო, რომ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩურჩულით ლაპარაკობდნენ და სავსე იყო ყველა ციხე და გლდანის ციხიდან ყოველ ღამე რვა-ცხრა კუბო გადიოდა.
შეცდომები ყველას აქვს, მაგრამ შეცდომები არ იყო ის, რაც იყო… წმინდანი პოლიტიკოსები არ არსებობენ, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ პოლიტიკაში!!!
ის, რომ ამდენს ლაპარაკობთ, კიდევ იმაზე მეტყველებს, რომ აღარ ცხოვრობთ ისე, როგორც ჭიაყელები. ერთხელ ვთქვი ხმამაღლა ჩემი აზრი თქვენს დროს და მეორე დღეს სოდში დამიბარეს. მანამდე პანჩო დაიბარეს, კი იცით, სად ამოჩნდა. რომ არა ერთი პიროვნება, მეც იქ აღმოვჩნდებოდი. ასე რომ, არ გინდათ ეს ვიდეოების გამოფენა! ეგ იყო ინტერვიუს ნაწილი. და ის, რომ ჩემ მიმართ მუქარა არ ყოფილა, არის მართალი! არ ვიცი, რა უნდა ვთქვა… ცხვრები ვართ, თქვენ რომ აგიტანეთ ცხრა წელი და კიდევ რომ გიტანთ ამდენ ხანს. სირცხვილია, გაჩერდით… არ არიან ხელისუფლებაში და რეებს შვრებიან და თუ მოვიდნენ, რეებს იზამენ. დადეს ვიდეო. გაბუტული საყვარლები რომ იქცევიან, საყვარლის ცოლზე რომ ეჭვიანობენ, მსგავსი საქციელია. ფოტოებს რომ უგზავნიან ცოლებს, ჰაჰაჰა…“