LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ბავშვობის სიყვარულს 60 წლის შემდეგ შეხვდა და ცოლობა სთხოვა

134
ce8cb620-1bdb-11ee-a14a-4155960b6509_1200_630

ფლორიდას შტატში მცხოვრები ტომას მაკმიკინი სკოლის სიყვარულს 60 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვდა და ცოლობა შესთავაზა. სიყვარულის საოცარ ისტორიას Fox 13 News ავრცელებს.

მაკმიკინმა და ნენსი გემბელმა ერთმანეთი დაწყებით კლასებში გაიცნეს. „ჩვენ ერთმანეთით შორიდან ვტკბებოდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა შანსი მის გვერდით ვყოფილიყავი“ – აღიარებს კაცი. ტომასი და ნენსი რამდენჯერმე პაემანზეც იყვნენ, თუმცა სერიოზულ ურთიერთობამდე საქმე არ მისულა. სკოლის დასრულების შემდეგ ორივემ ოჯახები შექმნეს და ერთმანეთის შესახებ 50 წელი არაფერი სმენიათ.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ წყვილმა ერთმანეთი კლასელების შეხვედრაზე ნახა. მაშინ ორივე ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა, ამიტომ კონტაქტები არ გაუცვლიათ. თუმცა, 2023 წლის ივნისში ყველაფერი შეიცვალა, როცა კაცმა კლასელთა მორიგ შეკრებაზე მიიღო მოსაწვევი. მოგვიანებით მან ნენსის შეტყობინებაც მიიღო, ქალი მას წერდა რომ ძალიან უნდოდა შეხვედრა.

ამ შეხვედრის შემდეგ ყოფილ კლასელებს ერთმანეთი ისევ შეუყვარდათ და შეხვედრები დაიწყეს. კაცმა შეყვარებულს ხელი მალევე სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო. „ეს არაჩვეულებრივია, რამეთუ არც ისე ბევრი დრო დაგვრჩა. ამ დროის ასეთ საოცარ ადამიანთან ერთად გატარება – ეს ნამდვილი ოცნებაა“, – ამბობს ბედნიერი სასიძო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g