LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი მთვარეზე დაჯდა და არ აღმენიშნა: მესის ბოდიში დააწერინეს – ამბები მოკლედ

189
-HE10213Thumb

„მანჩესტერი“ მოლაპარაკებებს მართავს „ლილთან“ ნიკოლა პეპესთან დაკავშირებით.

ზინედინ ზიდანი: „ბეილი ახლოსაა წასვლასთან. ვმუშაობთ მის ტრანსფერზე სხვა გუნდში“.

დე ხეამ „მანჩესტერთან“ 6-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა კვირაში 375 ათას ფუნტის ანაზღაურებით. ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე ხდება.

ლეონარდო: „პსჟ-ს არ მიუღია ნეიმარზე კონკრეტული წინადადებები“.

ენდი ქეროლი შეიძლება 8 წლის შემდეგ „ნიუკასლში“ დაბრუნდეს.

პსჟ-მ შესაძლოა „ევერტონიდან“ გუიე იყიდოს 30 მლნ ევროდ.

ანტუან გრიზმანი: „როდესაც „ბარსელონას“ მოთამაშე გავხდი, მამას დავურეკე და სიხარულისგან ვბღაოდი“.

ედენ აზარმა „ბაიერნთან“ 50-ე ნომრით ითამაშა მთვარეზე ადამიანის დასმის 50 წლისთავთან დაკავშირებით. საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მისმა „რეალმა“ 1:3 წააგო. თან მატჩი ჰიუსტონში გაიმართა, აშშ-ს კოსმოსურ ცენტრში.

ჟოა ფელიშმა „ატლეტიკოში“ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო. ის 27-ე წუთზე შეცვალეს.

არგენტინის ფედერაციამ კონმებოლში წერილი გააგზავნა, სადაც მესის ბოდიში ეწერა.

„რეალს“ ხამესის სანაცვლოდ 40 მლნ ევრო უნდა და არ შეუშლის ხელს მის „ატლეტიკოში“ გადასვლას.

„ტოტენჰემი“ კრისტიან ერიქსენს კვირაში 200 ათას ფუნტიან კონტრაქტს თავაზობს.

„არსენალი“ და „ბარსელონა“ დაინტერესებული არიან „იუვენტუსის“ თავდასმხმელით მოიზე კინით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g