LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაციას ადვოკატის განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი

163
ნიკა კაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი 7 მარტს, 11:00 საათზე ჩატარდება.   

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ, მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. მომავალ სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.

ნიკა კაცია: „საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები“

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა.

ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიიღეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

„14 გრამი კოკაინი ძალიან ბევრია, მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ სიბინძურე და ტყუილია, რომელიც „არ მოსულა”… მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო” – ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: „პუბლიკა“

magti 5g