მოგზაურმა ცოლი, სამსახური, სახლი, მოკლედ ყველაფერი დატოვა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსავლელად წავიდა. The Mirror-ის ინფორმაციით, კაცმა ამ მოგზაურობას 10 წელი მოანდომა და საინტერესოა ისიც, რომ გადაადგილებისთვის თვითმფრინავი ერთხელაც არ გამოუყენებია.
დანიაში მცხოვრები 44 წლის ტორ პედერსენი გზას 2013 წელს დაადგა. ის ვარაუდობდა, რომ ჩანაფიქრის ასრულებას 4 წელში შეძლებდა, თუმცა გეგმის დაქორექტირება ძალიან ხშირად უწევდა. მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურს ორი წლის გატარება ჰონგ-კონგში მოუხდა.
ტორი აღნიშნავს, რომ ფრენისთვის თავის არიდება რთული იყო და ამის გამო ყველა ხელმისაწვდომი ტრანსპორტის გამოყენება უწევდა. ასე რომ, მოგზაურობამ 351 ავტობუსი, 158 მატარებელი, 43 ტუკ-ტუკი, 37 სატვირთო ტრაილერი, 22 ნავი, 9 სატვირთო, 2 საკრუიზო ლაინერი, ცხენი, პოლიციის ავტომობილი და იახტა მოიცვა. გარდა ამისა, კაცი ხშირად გადაადგილდებოდა მოტოციკლეტით, ტაქსით, მეტროთი, მიკროავტობუსებითა და ტრამვაით.
დანიელის მთელი ბიუჯეტი დღეში 20 დოლარს შეადგენდა ოჯახს ის სავარაუდოდ, ივლისის თვეში დაუბრუნდება. ამის შემდეგ კი აპირებს რომ თავის მოგზაურობაზე წიგნი დაწეროს.