LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 7 და-ძმა იპოვა

131
53254

ბრიტანეთში, ლონდონის მკვიდრმა დნმ-ის ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ მას ბევრი და-ძმა ჰყავს, რომელთა არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა. დაკარგული ოჯახის ისტორიას Independent ავრცელებს.

რამდენიმე წლის წინ 37 წლის კომპოზიტორმა ჯონ ჩემბერსმა და მისმა ოჯახის წევრებმა საშობაო საჩუქრად დნმ-ტესტირების კომპლექტები მიიღეს. როდესაც მამაკაცმა ტესტი გაიკეთა, აღმოჩნდა რომ მისი ბიოლოგიური მამა სპერმის დონორი იყო, რომელსაც გარდა ჯონისა მინიმუმ კიდევ 7 შვილი ჰყავს. ჩემბერსისთვის ეს ფაქტი დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

„მამა დროს წელავდა და თავის ტესტს შესამოწმებლად არ გზავნიდა. ჩემი ძმის შედეგები დედისას დაემთხვა, მამისას არა. მე შევხედე შედეგებს და გავიფიქრე, „ო ღმერთო ჩემო, დედას საყვარელი ჰყავდა?“ მაშინ მათ ყველაფერი მიამბეს. ეს ნამდვილი ემოციური შოკი იყო, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება.“

ამ აღმოჩენის შემდეგ ჯონის ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო, მან არ იცოდა თუ ვინ იყო, საიდან იყო, თითქოს იდენტობა დაკარგა.
თუმცა, დროთა განმავლობაში სიტუაცია დარეგულირდა. ახლა ბრიტანელი რეგულარულად ხვდება თავის და-ძმებს, ისინი დადიან ბარებში, აწყობენ ოჯახურ ვახშმებს. მათ ბიოლოგიური მამაც იპოვეს და მას პაბში შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან ბრიტანეთში მოქმედებს კანონი, რომელიც სპერმის დონორების ანონიმურობას აღარ იცავს. შესაბამისად, ბიოლოგიური მშობლების პოვნა ათასობით ადამიანმა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები